მარიამ ჯაში: ზუგდიდის ბანკში მძევლების აყვანაზე კითხვები ჩნდება

- პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის გენერალური მდივნის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ზუგდიდის ცენტრში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება როგორც ქრონოლოგიასთან, დროსთან დაკავშირებით, ასევე, წინასაარჩევნოდ ზუგდიდში განსაკუთრებით დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს მიმართებით.
“აგრეთვე, იმ დამატებით ინტერპრეტაციებში პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს პოლიტიკურ დაძაბულობას. მე ვნახე სოციალურ ქსელში თითქმის არ დარჩა პოლიტიკური გუნდი, რომელიც აღნიშნულ ინციდენტს არ აფასებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულად. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ დღეს, სანამ 18 ადამიანი არის მძევლობაში შეუძლებელია დრო პოლიტიკურ შეფასებებს დავუთმოთ”, — განაცხადა მარიამ ჯაშმა.




