ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალ, 20 ოქტომბერს განახლდება

- ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში, რომელშიც სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო შეწყდა, სწავლა ხვალ, 20 ოქტომბერს განახლდება.
თანამშრომლებს, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევასთან, PCR ტესტი ჩაუტარდათ COVID19-ის და ყველა პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება აღმზრდელის თანაშემწეს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა-გამოჯანმრთელდა და რჩება თვითიზოლაციაში.
“საბავშვო ბაღში დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. საბავშვო ბაღს ჩაუტარდა დეზინფექცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღსაზრდელებისა და აღმზრდელების უსაფრთხოება”-ამბობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.




