უცნობმა პირებმა მარტვილის მონასტერი გაქურდეს

ქურდობა მოხდა მარტვილის ეპარქიაში- უცნობმა პირებმა მარტვილის მონასტერში არსებული შესაწირი ყუთი გატეხეს და იქ არსებული თანხა წაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მონასტერში მსახური დედები ადასტურებენ და სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ.




