ხმაურით და აქციით დახვდნენ ვანო მერაბიშვილს ზუგდიდში

- შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად რეატორან “მენძელში” იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივები დაუპირისპურდნენ. აქციის მონაწილეები, ყოფილ მაღალჩინოსანს მისი მინისტრობის პერიოდში ჩადენილი სისხლიანი საქმეებს ახსენებენ და აცხადებენ რომ ე.წ. კასრების საქმის ავტორს სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არ აქვს.
რესტორანში ურთიერთდაპირისპირება რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. აქციის დასრულების შემდეგ თავად მერაბიშვილმაც დატოვა უკომენტაროდ რესტორანი.
ყოფილი მაღალჩინოსანი ზუგდიდში დილიდან იმყოფება, თუ რა მიზნით ჩამოვიდა ის სამეგრელოში უცნობია.მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა.
ცნობილია, რომ მთელი დღის განმავლობაში ვანო მერაბიშვილმა შეხვედრები გამართა ენმ-ს წარმომადგენლებთან ,თუმცა შეხვედრები კონსპირაციული ხასიათის იყო და მედიისთვის დახურული. ვანო მერაბიშვილი ენმ-ს წევრებთან ზაზა გოროზიასთან და ანი წითლიძესთან ერთად ასევე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას სახლში, სადაც სავარაუდოდ ასევე კონსპირაციული შეხვედრა ქონდა პარტიის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენლებთან.
მერაბიშვილმა ჯალაღონიას სახლიც უკომენტაროდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ვანო მერაბიშვილი და ზაზა გოროზია ზუგდიდში, რესტორან “მენძელში” ქეიფობენ


