stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ფოთის მერმა ქალაქის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

01.10.2020 / 1 ოქტომბერი 2020
ფოთის მერმა ქალაქის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
  • ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა მერმა მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია 2013-2020 წლებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

„2012 წლის შემდეგ, როდესაც ,,ქართული ოცნება“ ხალხის სამსახურში ჩადგა, დაიწყო ყველა იმ სფეროს გაძლიერება, რომლებიც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგნს. 8 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საშინაო საქმეებში, ისე საგარეო ასპარეზზე. საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და ჩვენ დავიწყეთ ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცესთან ადაპტირება, მივაღწიეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, გავაძლიერეთ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგად, ინტენსიურად ვითარდება და ფართოვდება ფოთის პორტი.

საზღვარგარეთიდან მოზიდული ინვესტიციებით ფოთში მიმდინარეობს ორი ახალი ნავსადგურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პორტის, ქალაქისა და ქვეყნის შესაძლებლობებს. ფოთის, როგორც საზღვაო ქალაქისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოსთან საქართველოს პარტნიორობის ფორმატი შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში. არ შემიძლია არ ვახსენო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საწარმო გაიხსნა ჩვენს ქალაქში და დასაქმდა ასეულობით ადამიანი. შემუშავდა პროგრამა „სახელმწიფო – შენი პარტნიორია“, რომლის მიზანია მეწარმეობის, ფერმერობისა და ტურისტული ბიზნესის განვითარება.

ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკისა და რეგულაციების შედეგია ის, რომ გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო მწვანე ზოლად არის მიჩნეული. ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად მმართველი გუნდი მუშაობს და ატარებს ქმედით ღონისძიებებს იმისათვის, რომ აღმოხვრას ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი და გააძლიეროს იგი. რაც მთავარია, დღეს უკვე რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ადამიანების ცხოვრება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის გარეშე. თავისი მნიშვნელობით, ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმაა, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში განახორციელა და ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ადამიანი და ადამიანზე ზრუნვაა, რაც, პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ამ 8 წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე. მართალია ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა, ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომლებიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“-განაცხადა ფოთის მერმა.

წინა პოსტი

ზუგდიდის მერი – ზუგდიდში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, რამდენიც ჩვენ შევძელით

შემდეგი პოსტი

2013-2020 წლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ანგარიში გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სენაკის მერმა საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

სენაკის მერმა საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა