ზუგდიდელმა ექიმმა მარიკა მელიამ ქუჩაში მიტოვებულ ძაღლს სიცოცხლე შეუნარჩუნა

- ზუგდიდელმა ექიმმა მარიკა მელიამ ქუჩის მაწანწალა ძაღლი სიკვდილისგან იხსნა და საკუთარ სახლში წაიყვანა. მას მზრუნველობა არ მოაკლო და ყბის არეში პროფესიონალი ვეტერინარების დახმარებით ოპერაცია გაუკეთა.
მარიკა მელიამ ძაღლი იმ ტერიტორიაზე აღმოაჩინა, სადაც თავად მუშაობს (ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორია, კეიდიას ქუჩა). ძაღლის წარმომავლობა მისთვის უცნობი იყო, თუმცა ის ქუჩაში, სავალალო მდგომარეობაში დატოვეს. ოთხფეხა ცხოველის გადარჩენას არავინ ელოდა, თუმცა ექიმმა ეს საკუთარი სახსრებით შეძლო.
ზუსტად სამი თვის შემდეგ მარიკა მელია ძაღლის ფოტოებს ქრონოლოგიის დაცვით სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს:
“მოკლე ქრონოლოგია იმისა ,რა შეუძლია მზრუნველობას,სიყვარულს,მოვლას,პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ოპერაციას.არადა მეორე დღეა ოპერაციიიდან❤️?მიმი❤️”





