ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი 631 ნიმუშებიდან 5 დადებითია

- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი 631 ნიმუშებიდან 5 დადებითია, მათგან 4 ზუგდიდის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ხოლო 1 არის ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მცხოვრები პირი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს დარჩენილი 200-ზე მეტი ანალიზის კვლევა. სულ რეგიონში დაფიქსირებულია 46 კოვიდინფიცირებული მოქალაქე, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან. რუხის საავადმყოფოში მკურნალობს 58 კოვიდ ინფიცირებული. საკარანტინე სივრცეში კი 122 მოქალაქე იმყოფება.




