ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

- კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ.
ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
ამ დროისთვის მერიის 200-მდე თანამშრომელია გამოკვლეული. მისი თქმით, პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო მოედნებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სისტემატურად უტარდება დეზინფექცია.




