ინფიცირებულ ჯარისკაცს სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია

- სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ რომ მას კორონავირუსი ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდგინდა.
უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო მომატებული რისკის ზონაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.
სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულია 9 ადამიანი ვისთანაც ინფიცირებულს შეხება ქონდა და ცხრავე თვითიზოლაციაში იმუოფება.




