ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. გზები რეაბილიტირდება:
● ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში – ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
● კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – წმინდა ნინოს ქუჩაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი;
● რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში – რუხისა და ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
● ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი;
● კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – გუგუჩიას ქუჩაზე (საგუგუჩიოს უბანი). ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. გზა რეაბილიტირდება, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. 2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.




