“რეგიონის ახალგაზრდები – მაღალი კომპეტენციით”- ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

- ზუგდიდში ახალგაზრდულმა სააგენტომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ ფარგლებში შეხვედრა გამართა.
შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა დაესწრო. პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხეშეწყობას და ადგილზე ახალგაზრდებში იმ კომპეტენციების გადაცემას, რომლებიც მათ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს და სამ მიმართულებას მოიცავს მათ შორის ტრენინგ კურსს, რომელშიც სამეგრელოს 8–ვე მუნიციპალიტეტიდან 14–25 წლამდე 25 ახალგაზრდაა ჩართული.
საერთო ჯამში პროექტ „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ სამეგრელოში 225 ბენეფიციარს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას.



