,,ვითხოვთ გზას”- საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში

- ,,ვითხოვთ გზას” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში. ადგილობრივები შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ და ამბობენ რომ უკვე წლებია ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში არიან და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
,,თავად ხედავთ რა მდგომარეობაა, გზა არ გვაქვს, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და როცა წვიმს წყალი სახლში შემოდის, ვითხოვთ დახმარებას,”- აცხადებენ ადგილობროვები. ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.




