ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

- ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სიმინდის ყანებს, ძლიერმა წვიმამ დააზიანა შიდა საუბნო გზები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებულ მოსახლეობასთან ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გილორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია.
მოსახლეობას ამ ეტაპზე დროებით გადასახური მასალა ურიგდება, ამავდროულად მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე ეცნობიან ზარალის ოდენობას.






