“ჯანსაღი ახალგაზრდობის პოლიტიკა”- ტრენინგი ზუგდიდში

- 2020 წლის 13 აგვისტოს ჩატარდა რიგით მესამე ტრენინგი “ჯანსაღი ახალგაზრდობის პოლიტიკა” შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ტრენინგის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, ახალგაზრდული პოლიტიკური დოკუმენტის, ადვოკატირებისა და ლიდერული უნარ-ჩვევებს შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში.
“მადლობას ვუხდი თითოეულ სტუდენტს ტრენინგში მონაწილეობისთვის. დავრწმუნდი, რომ ზუგდიდს ჰყავს ის ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ ბევრ პოზიტიურ ცვლილებას. სექტემბრის თვეში დაიგეგმება რიგით მეოთხე ტრენინგი”,-ამბობს ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი მონიკა ჩიქობავა.




