რუხის კლინიკაში სოფელ ლენჯერიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი მოათავსეს

- რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდი მოათავსეს. როგორც რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ STV NEWS-ს განუცხადა, 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მოზარდი მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1306 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1085 პაციენტი, გარდაცვლილია – 17.




