სოზარ სუბარი: ამოცანა გვაქვს რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო

- “ამოცანა გვაქვს რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ.” პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის თქმით ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 500მდე ნიმუშია აღებული.
დღის ბოლომდე ადგილობრივებისთვის ნიმუშების აღება სრულად დასრულდება სოფელ ლენჯერში.
„ყველაზე მთავარი და ცხელი წერტილი ამ წუთში არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნება აღებული, სხვა ადგილებში 100 ნიმუში . დაახლოებით დღის პირველ ნახევარში ველოდებით აღებული ნიმუშების პასუხებს. დღეს, დაგეგმილია გაზრდა ამ რაოდენობების და შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებებია, ეს არის ლენჯერი დაბა მესტია სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ.“- აღნიშნა სოზარ სუბარმა
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ველოდებით, რომ ნატოს სამიტზე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა

ირაკლი კობახიძე: ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა


