პრემიერის განცხადებით, მესტიაში სპეციალური ღონისძიებები გატარდება

- პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში სპეციალური ღონისძიებების გატარდება, მათ შორის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება.
“გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. ყველა იქნება მიხედული, არავი იქნება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არაა. ვმართავთ ამ პროცესს”, — განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.
10 აგვისტოს მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.




