აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის ფესტივალი იმართება

- აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის ფესტივალი იმართება. ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღია წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს,ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ. საქართველოს ჩემპიონატი კი 19-20 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში გაიმართება სადაც გამარჯვებული სპორტსმენები პირველობისთვის იბრძოლებენ.
შეჯიბრს კოორდინირებას საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია უწევს, ხოლო სპორტული შეჯიბრის მხარდამჭერია აბაშის მუნიციპალიტეტის მერია.




