გიგი უგულავა: ზუგდიდში განსაკუთრებით იგრძნობა ოკუპაციის სიმძიმე და ოკუპაციის ცოდვა

- პუტინის რუსეთი არის დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მტერი და აქ არ შეიძლება არსებობდეს ორი აზრი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ენგურის ხიდზე, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
უგულავას თქმით, საქართველო არასდროს იქნება დაჩოქილი, ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის.
„ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ტრაგიკული დღე, როდესაც რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და დაგვიტოვა ტკივილი, დახოცილი ადამიანები, უამრავი დევნილი და გააცოცხლა ის ჭრილობა, რომელიც 90-იანი წლებიდან გვტანჯავდა. ადამიანები, რომლებიც ამ დღეს დაგვაკლდნენ ზეციურ საქართველოს შეუერთდნენ, ამ ადამიანების ხსოვნა ჩვენი ვალია და ამ ადამიანების დაწყებული საქმე ჩვენი გასაკეთებელი იქნება, სანამ მიზანი არ იქნება ბოლომდე მიყვანილი. ზუგდიდში განსაკუთრებით იგრძნობა ოკუპაციის სიმძიმე და ოკუპაციის ცოდვა, აქედან ერთი ხელის გაწვდენაზეა ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ მთავარი ბრძოლა მოგვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა უგულავამ.
მსგავსი სიახლეები

გურამ თირქია: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, დასაშვები არისო?

ირაკლი ჩიქოვანი 55%, მალხაზ ჯალაღონია 29%, გიგი უგულავა 12% – Survation-ის კვლევა ზუგდიდში


