“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

- “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.
რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:
ზურაბ ჭიაბერაშვილი– თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
გიორგი ღვინიაშვილი– გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
ირმა ნადირშვილი– რუსთავი;
აჰმედ იმანყულიევი – მარნეული, გარდაბანი;
ოთარ კახიძე– ქუთაისი;
სერგო რატიანი– საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
გიგი წერეთელი– ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
აკაკი ბობოხიძე– სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;
გიგი უგულავა– ზუგდიდი;
გიგა ბოკერია– ფოთი-ხობი-სენაკი;
ლელა ქებურია – აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
ხათუნა გოგორიშვილი– ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში – ვახტანგ კალოიანი, ხოლო ხულო-შუახევი-ქედა – ტარიელ ნაკაიძე.
ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.




