stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება

20.07.2020 / 20 ივლისი 2020
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება
  • ,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს უდიდესი ნდობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ამავე დროს, ვალდებულებაა კიდევ უფრო მეტად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საყვარელ რეგიონს, სამეგრელოს“ ¬ ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

,,ეს ორი წელი ურთულესი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისთვის. ჯერ ფაროსანა, ახლა კორონავირუსი, თუმცა სახელმწიფო, მოსახლეობასთან ერთად ვახერხებთ და კარგად ვუმკლავდებით ამ პრობლემებს. წელს თხილის საკმაოდ კარგ და დიდ მოსავალს ველით, ასევე წარმატებას ვაღწევთ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეხსნა ეკონომიკა. ეს თავისთავად ტურიზმის თანმიმდევრულ აღდგენასაც გულისხმობს, რაც ესოდენ მნიშნელოვანი და პერსპექტიულია ჩვენი რეგიონისთვის. ამასთან, მიუხედავად სირთულეებისა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ბევრ პროექტს საფუძველი ჩაეყარა და განხორციელების პროცესშია, რაც აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება. პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც რეგიონული პოლიტიკის, განსაკუთრებით თვითმართველობის გასაძლიერებლად უნდა ვიმუშაოთ“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ყურადღებას საქართველოს სტატეგიულ პარტნიორებზე და მათ მნიშვნელობაზე ამახვილებს:

,,რაც მთავარია, დღეს საქართველო მარტო არ არის, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად უამრავი პროექტი განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავთ. მეტი ამერიკა და ევროპა საქართველოში და შესაბამისად მეტი ამერიკა და ევროპა სამეგრელოში! ეს გულისხმობს არამხოლოდ მეტ ამერიკელ და ევროპელ ტურისტს სამეგრელოში, არამედ მეტ ბიზნესმენსა და ინვესტორს, მეტ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეტ საერთაშორისო სტანდარტის განათლებას სამეგრელოში. ამავე დროს, ევროპული გამოცდილების და მიდგომების დანერგვა სოფლის მეურნეობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მესაქონლეობის, მეჩაიეობის და მეციტრუსეობის და სხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სახელმწიფო ინსტიტუტები და ევროპული საზოგადოება – როგორც მაგალითი, უნდა გახდეს ის რისკენაც ჩვენ ყველამ ერთად, უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ წინ სვლა. ეს განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო გამთლიანდეს და ჩვენი დევნილები დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ კვლავაც ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

წინა პოსტი

სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

შემდეგი პოსტი

სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა

ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

ალექსანდრე მოწერელია: ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას

ალექსანდრე მოწერელია: ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას