ირაკლი ჩიქოვანი: ანაკლიის პორტს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ნამდვილად ააშენებს

- პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინა, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს ქართული ოცნება ააშენებს:
“ზუგდიდისთვის და არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, მთლიანად საქართველოსთვის, ანაკლიის პორტს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. და ეს როლი ჩვენ კარგად გვესმის და ქართული ოცნების ხელისუფლებასაც კარგად ესმის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია და მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა, ანაკლიის პორტს ქართული ოცნების ხელისუფლება ნამდვილად ააშენებს, ნამდვილად იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური [პროექტი]”.
ჩიქოვანი 2005-2009 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2012- 2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი წევრი და თავისუფალი დემოკრატები ფრაქციის თავმჯდომარე იყო.




