ხვალ განმუხურის აკვაპარკი საზაფხულო სეზონს ოფიციალურად გახსნის

- ხვალ, 18 ივლისს, 14:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკი „ანაკლია“ საზაფხულო სეზონს ოფიციალურად გახსნის.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ერთდროულად 200 -ზე მეტის ყოფნა არ შეიძლება. აკვაპარკში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.




