მდინარე მულხურაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს

- მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით ცხედარი მდინარიდან უკვე ამოყვანილია და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ცნობისთვის, მდინარე მულხურაში ავტომანქანა 12 ივლისს გადავარდა, რომელიც მდინარიდან მალევე ამოიყვანეს, ხოლო ავტომანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.




