რუხში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა

- მოძრაობა “ლელოს” სამეგრელოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რუხში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ ერთი წლის უკან საქართველოს პარლამენტთან მომხდარ ფაქტებს, ე. წ. გავრილოვის ღამეს.
მათივე თქმით, ისინი ამ ადგილას მოვიდნენ რომ ასევე გააპროტესტონ რუსული აგრესია და ოკუპაცია. აქციის მონაწილეებმა ასფაკტზე გააკრეს სტიკერები ” გვახსოვს 20 ივნისი”. მათ თვალზე სიმბოლურად სახვევები ჰქონდათ.




