ექსკლუზივი: “ვერსალის” მეპატრონეს ფულს სძალავდნენ – სენაკში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში სენაკში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ STV NEWS-მა ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა. სპეცოპერაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები ატარებენ.
საქმე ეხება ჯერჯერობით უცნობი ადგილობრივი მოქალაქეების მიერ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს. ადგილობრივი მოქალაქეები ფულს სასტუმრო “ვერსალის” მფლობელს სძალავდნენ.
STV NEWS-ის ინფორმაციით ამ წუთებში დაკავებულია ერთი ადგილობრივი. მის სახლში კი მიმდინარეობს ჩრეკვა.




