ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოძალვის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოძალვის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე შალვა ნუცუბიძემ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორც დაკავებულების უფლედამცველები აცხადებენ, დაკავებულები თავს დამნასავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.
პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.




