ეკატერინე ტიკარაძე: როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის, ეს აგვისტოში გვეცოდინება

ჩვენ ტალღის განვითარების მიუხედავად ვჯერდებით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავ ამის არაერთ ვერსიას – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ჩვენ ტალღის განვითარების მიუხედავად ვჯერდებით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავ ამის არაერთ ვერსიას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობა, აქ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა იმისათვის, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა და ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ, რათა ქართული კულტურის ბავშვებისთვის, იყოს ადვილად აღსასრულებელი. ეს მათ დაცვას უზრუნველყოფს. ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენ სამინისტროსა და განათლების სამინსიტროს შორის. ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდება აბიტურიენტების გამოცდები და პარალელურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. ეს აგვისტოში გვეცოდინება“,- აღნიშნა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში


