ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 101 ნიმუში გაიტესტა და ყველა უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 101 ნიმუში გაიტესტა და ყველა უარყოფითია. აქედან , 1 ერთ-ერთი კლასტერის კონტაქტია ,რომელიც იმყოფებოდა კარანტინში, 3- თვითიზოლაციიდან, მათ შორის 2 კლასტერიდან,16 – სხვადსხვა საავადმყოფოებში, ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტები, 81 – სამედიცინო პერსონალი.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 2 ათასამდე ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან მხოლოდ 10 აღმოჩნდა COVID დადებითი.




