მეუფე გერასიმე: არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამხოლოდ დღეს, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს. ამის შესახებ მან საკვირაო საღმრთო-ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა და მრევლს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე მიულოცა.
კითხვას, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას ეხებოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლტმა ასე უპასუხა -”
,,ჯერ ვაქცინა არ არის.მერე განვიხილავთ, შევისწავლით და გადავწყვეტთ.ჯერ არ ვიცი, ეს ვაქცინა არ არის შექმნილი, შემდეგში როცა შეიქმნება და რეკომენდაციები იქნება გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა. ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე არ არის არც რეკომენდაცია, არც პროპაგანდა, ვისაც უნდა იკეთებს, ვისაც არ უნდა არა.”




