ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზასთან ერთად, სანიაღვრე არხი მოეწყობა, რისთვისაც 845 000 ათას ლარი იხარჯება.
ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.
პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფომდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.




