ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩა სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. დღეს, სპეციალური ხსნარით, თამარ მეფის ქუჩა მოირეცხა.
სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ.
ზუგდიდში სადეზინფექციო ხსნარით 10-მდე ქუჩა უკვე მოირეცხა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება




