სასათბურე მეურნეობის მფლობელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა

ცაიშის სასათბურე მეურნეობის მფლობელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებენ ეხმაურება და აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.
ბადრი ლომიას განცხადებით, მხოლოდ ამ პერიოდღში 10 ტონა კიტრის და 14 ტონა პომიდვრის რეალიზება მოახდინა. ფერმერის განმარტებით გავრცელებულ ფოტოზე ნაჩვენებია პომიდვრის ხოჭოს მიერ დაზიანებული პროდუქცია და რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია.
პირიქით, ბიზნესმენი აცახდებს, რომ ბაზერზე მოთხოვნა გაზრდილია და ბოსტნეულის ტრანსპორტირება ან გასაღება შეუფერხებლად ხდება. მეწარმე პროდუქციით საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ამარაგებს.




