ქალს, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე ქალს, რომელსაც ორი დღის წინ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა, მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში გადის და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
“ეპიდემიოლოგიური ანამნეზი დატვირთული არ აქვს, არავისთან კონტაქტი არ ჰქონია. საკეისრო კვეთის შემდეგ, მეორე დღეს განვითარდა ცხელება, რენტგენოლოგიურად ბრონქო- პნევმონია.COVID ისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აქვს, თუმცა რადგან აღენიშნა ცხელება,საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით, აღებულ იქნა მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით”,-აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.
რაც შეეხება ახალშობილს, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას კორონავირუსისთვის დამახასიატებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ინტენსიური მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.




