დავით ფარცვანია: ქრისტინას ყოველთვიურად დაერიცხება მცირედი სტიპენდია, 150 ლარის ოდენობით

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილი ვიცე გუბერნატორი, დავით ფარცვანია, სამეგრელოს გუბერნატორის ინიციატივას უერთდება და ცოციალური ქსელის პოპულარულ გოგონას, ე.წ “ლუღის” ყოველთვიურ სტიპენდიას სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის სახელით უწესებს.
დავით ფარცვანიას განმარტებით, მარვილელი ქრისტინა ფანჩვიძე სტიბენდიას, 150 ლარის ოდენობით, წლის ბილომდე ყოველთვიურად მიიღებს.
“როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, ვუერთდები ალეკოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის სახელით, წლის ბოლომდე ქრისტინას ყოველთვიურად დაერიცხება მცირედი სტიპენდია, 150 ლარის ოდენობით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის დაანონსება მოვასწარი, მაგრამ შემდეგ შევიცვალე თანამდებობა და კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგ, სანამ ვიქნები მე, იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლაც!”-წერს სოციალურ ქსელში დავით ფარცვანია.




