ორი პაციენტი, რომელთაც COVID 19 არ დაუდასტურდა, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო დატოვეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო რამდენიმე წუთის წინ დატოვეს იმ პაციენტებმა, რომლებიც დილით საკარანტინო ზონიდან შემოიყვანეს. ორსულ ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს COVID 19 არ დაუდასტურდათ. ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ორივე პაციენტი საკარანტინო ვადის გასვლამდე ანაკლიის საკარანტინო სივრცეში დარჩება.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.


![24 საათიან რეჟიმში COVID-თან ბრძოლაში – ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო [ფოტორეპორტაჟი]](https://api.stv.ge/uploads/2020/04/93335157_1147527915588005_8552408938748837888_n-960x702.jpg)

