სპორტსმენის კონტაქტები დადგენილია – 23 პირი საკარანტინო სივრცეშია მათ შორის ორსული ქალი და ბავშვები

27-29 მარტს სამეგრელოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ადამიანები ვისთანაც სამეგრელოში ყოფნის დროს მამაკაცს პირველადი უშუალო კავშირი ქონდა საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ეპიდემიოლოგებმა პირველადი კონტაქტის მქონე 23 პიროვნება გამოიკვლეს. აქედან 14 პირია წალენჯიხის მკვიდრი, 2 თავად სპორტსმენის თანმხლები პირი, ხოლო 7 ადამიანი ზუგდიდიდან.
ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში მოათავსეს. კარანტინში მოთავსებულთა რიგებშია ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები.
საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები გააკონტროლებენ. პირები ვისთანაც ინფიცირებულს უშუალო კავშირი არ ქონია ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში რჩებიან, მათ მედიკოსები დააკვირდებიან.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში გამოკვლეულ 57 მოქალაქეს, მათ შორის, 23 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება


