თერმოსქრინინგი ზედაეწერში – მაღალი ტემპერატურა არცერთს არ აღენიშნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს საზოაგდოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ.
სკრინინგი უკვე ჩაუტარდა 560-ზე მეტ მოქალაქეს. თერმოსკრინინგის ჩატარება ზედაეწერში მას შემდეგ გადაწყდა, რაც სოფლის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია ქონდა კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამჯერად გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არცერთ აღენიშნება. თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ზედაეწერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.
მსგავსი სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, ზოგან 38-40 გრადუსამდე

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს


