ალექსანდრე მოწერელია: მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმო სკრინინგი, რომელიც უკვე დაწყებულია ზედაეწერში

“განსაკუთრებული დარღვევები არ არის, მოსახლეობა გაცილებით უფრო მობილიზებულად შეხვდა არსებულ ვითარებას, მოძრაობაც არ არის გადატვირთული, რაშიც ამინდმა შეგვიწყო ხელი , ასე რომ ამ მხრივ ჯერ ჯერობით უკეთესობა გვაქვს. რაც შეეხება ერთი პაციენტს არის გდაყვანილი კლინიკაში”-აღნიშნულის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ პრესასთან დღეს დილით განაცხადა.
,,ანალიზები აღებულია ველოდებით დღის ბოლომდეპასუხს. ეს არის ქალბატონი, რომელიც მოსკოვში იმყოფებოფა, მას ქონდა მაღალი სიცხე და გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება.დაბრუნდა ჯერ სოჭში, შემდეგ სოჭიდან მან მოახერხა გალის რაიონში გადმოსვლა, იმყოფებოდა საბერიოში,სადაც გახდა ცუდად და შემდეგ სასწრაფოს ბრიგადის მიერი იქნა გადმოყვანილი, ზუგდიდის საავადმყოფოში.
ფოთში გვაქვს ერთი პრობლემა, ეს არის ტრაილერების დიდი რაოდენობა,მძღოლები. მეორე მხრივ მოგეხსენებათ საზღვაო საზღვარი გვაქვს, შემოდის გემები,ამდენად ფოთში რაიმე სახის უკონტროლო სიტუაციის ქონა უკვე ძალიან პრობლემურს ხდის, ვინაიდან ჩვენი მთლიანი მომარაგება ხდება ფოთიდან. ამდნენად მივიღეთ გადაწყვეტილება ფოთის შემოსასვლელ-გასასველის ჩაკეტვის. მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმო სკრინინგი, რომელიც უკვე დაწყებულია ზუგდიდში ზედაეწერში, 200 მეტ ადამიანს ჩუტარდა სკრინინგი, არცერთი მათგანს არ დაუდასტურმა ვირუსის შემცველი სიმპტომები. რუხის საავადმყოდო პრაქტიკულად მზად არის”-ამბობს ალექსანდრე მოწერელია.




