stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოში ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის წესები მკაცრდება

28.03.2020 / 28 მარტი 2020
ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოში ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის წესები მკაცრდება

სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავუირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

,,ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად! ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები.

ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია.

ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.

არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური. ასევე მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად.

ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი – ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა.

ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ტელეკომპანია ,,მაესტროს: პირდაპირ ეთერში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ასევე მოუწოდებს მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვის. ,,ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება“ – მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა მაესტროს პირდაპირ ეთერში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

წინა პოსტი

ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი შემოიყვანეს

შემდეგი პოსტი

მეუფე გრიგოლი: ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან და არა პირიქით

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელოში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელოში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სამეგრელოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია ჩააბარებს

სამეგრელოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია ჩააბარებს

იმოგზაურე სამეგრელოში – ალექსანდრე მოწერელია რეგიონის პოპულარიზაციის კამპანიას ფოთში განაგრძობს

იმოგზაურე სამეგრელოში – ალექსანდრე მოწერელია რეგიონის პოპულარიზაციის კამპანიას ფოთში განაგრძობს