ზუგდიდში ქუჩების კურთხევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს

კორონავირუსისგან დასაცავად ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიამ ზუგდიდის ქუჩების კურთხვეა დაიწყო. წყლის კურთხევის ცერემონია ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამის შემდეგ კი სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ მანქანებით დაიძრნენ.
ქუჩების კურთხევის ცერემონიალს ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ხელმძღვანელობს. ისინი პიკაპის მარკის ავტომანქანით სხვადასხვა ქუჩებში გადაადგილდებიან.




