კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მოხალისეების მუშაობას მონიტორინგს უწევს.
მოხალისეები აქტიურ რეჟიმში აკონტროლებენ ბანკებსა და ღია სივრცეებს. მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციები ტრენინგზე მიიღეს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მოხალისეები უზრუნველყოფენ:
უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანას;
საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვას;
ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას;
საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.




