ფოთში, თურქეთიდან ჩამოსული 3 ადამიანი თვითიზოლაციაშია

ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფებს თურქეთიდან ჩამოსული სამი ადამიანი დაემატა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
„თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობას დაემატა თურქეთიდან ჩამოსული სამი ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია, დანარჩნები კი 35 წლამდე ქალები არიან. მათ არანირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ფოთში, სულ 49 რჩება თვითიზოლაციაში, კარანტინში – 7. სამს დღეს მოეხსნა თვითიზოლაცია. ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.
მსგავსი სიახლეები

ოკუპანტების მიერ 7 ივნისს სოფელ მუჟავადან გატაცებული 3 ადამიანი თავისუფალია

ჯანდაცვის სამინისტრო: 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 14 ადამიანი გადაიყვანეს – კლინიკებში მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს


