მეუფე გერასიმე: ჩვენთისაც მოულოდნელი იყო საგანგებო მდგომარეობა. შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ როგორ მოვიქცეთ

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე გამორიცხავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი ქონდეს გუშინ სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ერთი კოვზიდან ზიარებას გულისხმობს. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა თემის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ეკლესიისა და სასულიერო პირებისთვის.
,,ჩვენთისაც მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებშიი არის ლოცვა და ალბათ ძალიან გამიჭირდება მრევლის დაუწყება ან ინფორმირება რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პირობებში რანაირად უნდა იმოქმედოს ეკლესიამ,”- გამაცხადა მეუფე გერასიმემ.
მისი თქმით, ეკლესია არ დაიკეტება და არ დაიხურება და დღეს 5 საათზე ლოცვა იქნება, შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ. ,,ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ არ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრციცხავ,”- აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა




