სენაკის სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ემსახურება.
მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ,,საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართული 45 ავტოსატრანსპორტო საშუალება დეზინფიცირდა.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია დაესწრნენ.
სამუშაოებს ინდ. მეწარმე დავით ბჟინავა ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპისთვის, სადეზინფექციო სამუშაოები ასევე დასრულებულია მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში.




