ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები გააპროტესტეს

ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები სიმბოლურად 8 მარტს გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მსგავსი შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.
მათ აქციას პერფორმანსის სახე მისცეს და სიმბოლურად კაბები გამოფინეს ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებითა და წარწერებით.
მსგავსი სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა – კონფლიქტისპირა სოფელში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება


