ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დღეს სპეციალური ხსნარით N2 საბავშვო ბაღი დამუშავდა.
სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია გაეცნენ და პედაგოგებს გაესაუბრნენ. სადეზინფექციო სამუშაოები ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ასევე გატარდება საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.




