მეუფე გრიგოლი – თუ ჩვენ შევალთ პანდემიურ ვითარებაში, მაშინ გამოვიყენებთ საზიარებლად ერთჯერად კოვზებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის განცხადებით, თუ ჩვენ შევალთ პანდემიურ ვითარებაში, მაშინ შეიძლება საზიარებლად ერთჯერადი კოვზების გამოყენება, რომელიც შემდეგ დაიწვება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
„კოვზიდან არ ვეზიარები მე ბარძიმიდან ვეზიარები. ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის. ორიათასი წელი გავიდა, სხვადასხვა ჭირი იყო და ადამიანები იკურნებოდნენ. მე როგორც ექიმი ვამბობ, თუ ჩვენ შევალთ პანდემიურ ვითარებაში, მაშინ შეიძლება საზიარებლად ერთჯერადი კოვზების გამოყენება, რომელიც შემდეგ დაიწვება, ახლა კი ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, იყოს როგორც არის, – განმარტა მან. საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.




