ზუგდიდის ბაგა – ბაღებში ორ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა

ზუგდიდის ბაგა – ბაღებში ორ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა
როგორც STV.GE-ს ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ განუცხადა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2 მარტიდან 16 მარტამდე, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.




