ხვალ ზუგდიდში დასაქმების მსურველებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ

ხვალ, 26 თებერვალს, 15 საათზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კომპანია „აჭარა გრუპი“ დასაქმების ფორუმს გამართავს. კომპანია დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანსიას შესთავაზებს.
მათ შორის დასაქმებას სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ სხვადასხვა პოზიციებზე. კომპანია თანამშრომლებს დამატებით უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით.




